რუსეთი

რუსეთში 2012 წელს ქსენოფობიის ნიადაგზე ხუთი ადამიანი დაიღუპა

მიმდინარე წლის განმავლობაში რუსეთში ქსენოფობიისა და ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 80 - ზე მეტი დაზარალდა.

Интерфакс - ის ინფორმაციით, ანალიტიკური ცენტრის, Сова - ს მონაცემებით, 2012 წლის განმავლობაში ქვეყანაში 35 ადამიანის წინააღმდეგ ცხრამდე საბრალმდებო აქტი შეადგინეს, რომლებშიც რასისტული ქმედებებია დაგმობილი.

უფლებათადამცველები მიიჩნევენ, რომ რუსეთში, უმეტეს შემთხვევაში, რადიკალური ნაციონალისტების თავდასხმის ობიექტები კავკასიის და შუა აზიის მკვიდრნი ხდებიან, რომლებიც ახალგაზრდული სუბკულტურებისა და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები არიან.

 

კომენტარები