ევრო 2012

უკრაინის ნაკრები

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ ბლოხინმა ის 23 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდში მიიწვია.

უკრაინელები D ჯგუფში იასპარეზებენ: 11 ივნისს კიევში უმასპინძლებენ შვედებს, 15 ივნისს დონეცკში დაუხვდებიან ფრანგებს, 19 ივნისს კი იქვე გაეჯიბრებიან ინგლისელებს.

მეკარეები: ალექსანდრ გორიაინოვი (მეტალისტი), მაქსიმ კოვალი (დინამო), ანდრეი პიატოვი (შახტარი)

მცველები: ბოგდან ბუტკო (ილიჩოვეცი), ალექსანდრ კუჩერი (შახტარი), ტარას მიხალიკი (დინამო), იაროსლავ რაკიცკი (შახტარი), ევგენი სელინი (ვორსკლა), ევგენი ხაჩერიდი (დინამო), ვიაჩესლავ შევჩუკი (შახტარი)

ნახევარმცველები: ალექსანდრ ალიევი (დინამო), დენის გარმაში (დინამო), ოლეგ გუსევი (დინამო), ევგენი კონოპლიაკა (დნიპრო), სერგეი ნაზარენკო (ტავრია), რუსლან როტანი (დნიპრო), ანატოლი ტიმოშჩუკი (ბაიერნი, გერმანია), ანდრეი იარმოლენკო (დინამო)

თავდამსხმელები: ანდრეი ვორონინი (დინამო, რუსეთი), მარკო დევიჩი (მეტალისტი), არტემ მილევსკი (დინამო), ევგენი სელეზნიოვი (შახტარი), ანდრეი შევჩენკო (დინამო)

კომენტარები