აშშ

ჯორჯ ბუში მხარს მით რომნის უჭერს

აშშ-ს ყოფილმა პირველმა პირმა ჯორჯ ბუში-უმცროსმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს მით რომნის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის რანგში.

”მით რომნის ვემხრობი.” - აღნიშნა შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტმა abc-სთან საუბარში.

მასაჩუსეტსის ყოფილ გუბერნატორს უჭერენ მხარს აგრეთვე, ჯორჯ ბუში-უფროსი და აშშ-ს ყოფილი პირველი ლედი ბარბარა ბუში. მათ ამის შესახებ ჯერ კიდევ მარტში განაცხადეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მით რომნიმ პრაიმერიში კიდევ ორ შტატში, ნებრასკასა და ორეგონში გაიმარჯვა. საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კიდევ ერთ კანდიდატად ამ დრომდე რონ პოლიც მიიჩნევა, თუმცა ცოტა ხნის წინ კონგრესმენმა განაცხადა, რომ იგი აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას სახსრების უქონლობის გამო წყვეტს.

რესპუბლიკური პარტია თავის კანდიდატს ოფიციალურად აგვისტოს ბოლოს წარადგენს.

 

კომენტარები