ფეხბურთი

საფრანგეთი - საქართველო 0:3

პორტუგალიაში მიმდინარე ოთხთა ტურნირზე, რომელშიც საქართველოს 19-წლამდე ნაკრებიც იღებს მონაწილეობას, პორტუგალიის, საფრანგეთის და საბერძნეთის ნაკრებებთან ერთად, კორღალაძის ფეხბურთელებმა, მეორე მატჩი ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. მათ ფრანგ თანატოლებს 3:0 მოუგეს.
პორტუგალიასთან მარცხის შემდეგ, ეს ბიჭების პირველი გამარჯვებაა.
ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა, თამაშის მეორე ნახევარში კი კორღალიძის ფეხბურთელებმა კიდევ ორჯერ მოახერხეს გოლის გატანა.

მომავალ შეხვედრას ქართველები სერბეთის გუნდთან გამართავენ.

 

კომენტარები