აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ირანს არ უნდა მიეცეს საშუალება შექმნას ბირთვული იარაღი. ახლახან, ერთ-ერთი ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ირანის დაასყოლიებლად მშვიდობიანი მეთოდების მომხრეა, მაგრამ თუ ამ ქვეყნის ბირთვული პროგრამის შეზღუდვისთვის დიპლომატიური მეთოდები და სანქციები არ გასჭრის, ნებისმიერი საშუალება იქნება გამოყენებული, მათ შორის სამხედრო.
„ეს არ არის ბლეფი“- თქვა ობამამ, როცა მიუთითა, რომ აშშ არ დაუშვებს ირანმა შექმნას ბირთვული იარაღი და დასძინა, რომ ამის შესახებ იცის, როგოც ირანის, ისე ისრაელის ხელისუფლებამ.
აშშ-ს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ისრაელის მხრიდან ირანზე პრევენციული სამხედრო იერიში გაუთვალისწინებელ შედეგებს მოიტანს, მათ შორის იმ მხრივაც, რომ ირანს მსხვერპლად წარმოაჩენს. ობამამ აღნიშნა, რომ ლაპარაკია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ რეგიონზე, რომლის სახელმწიფოებისთვის მიუღებელია ბირთვული იარაღი ირანის ხელში.
სულ მალე , ვაშინგტობში აშშ-ს პრეზიდენტი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს უმასპინძლებს. ნეთანიაჰუმ კი კანადაში ვიზიტისას განაცხადა, რომ ისრაელს აქვს უფლება იმოქმედოს და თავი დაიცვას ირანისგან, რომელიც ისრაელის განადგურებას ფიქრობს. ვარაუდობენ, რომ აშშ-ს პრეზიდენტი შეეცდება ისრაელის მხარე დაძაბულობის ფორსირების მიზანშეუწონლობაში დაარწმუნოს.




