ტალსი გაბარდმა აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტი დატოვა.
X-ზე გამოქვეყნებულ ტექსტში გაბარდმა დაწერა, რომ მადლობელია პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მიმართ, რომელმაც წარსულში ამ თანამდებობაზე მისი დანიშვნით ნდობა გამოუცხადა.
გაბარდმა გადაწყვეტილების მიზეზად საკუთარი ქმრის ძვლის კიბოს დიაგნოზი დაასახელა და თქვა, რომ ახლა მის გვერდით უნდა იყოს და ამ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს.
ტრამპის თქმით გაბარდს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი ოფიცერი და ანალიტიკოსი, აარონ ლუკასი ჩაანაცვლებს. ლუკასი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ტრამპის პირველი ვადის დროს მუშაობდა.
Reuters-იწ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გაბარდს გადადგომა თეთრმა სახლმა აიძულა. აქამდე ტრამპი ამბობდა, რომ გაბარდს, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვასთან დაკავშირებით, მასზე "ლმობიერი" მიდგომა ჰქონდა.





