რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკიმ, E3-ის ლიდერებმა ლონდონში "სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის" 5 პირობა დაასახელეს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი  
უკრაინის პრეზიდენტის ოფისი  

გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიისა და უკრაინის ლიდერებმა 7 ივნისს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც დასახელებული იყო ხუთი პირობა, რომლებიც კიევსა და მოსკოვს შორის უნდა შესრულდეს უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასასრულებლად.

განცხადება გამოქვეყნდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ლონდონში ვიზიტის შემდეგ, სადაც მან გამართა ორმხრივი მოლაპარაკებები დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან და E3 ფორმატის მოლაპარაკებები გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან.

ერთობლივი განცხადება "მიესალმება" უკრაინის ბოლოდროინდელ საბრძოლო ველზე მიღწეულ პროგრესს, ასევე "დრონების ტექნოლოგიის რევოლუციურ გამოყენებას." ლიდერებმა განიხილეს "უკარინისთვის შემდგომი მხარდაჭერის საუკეთესო კოორდინაცია მისი პრიორიტეტული საჭიროებების საფუძველზე."

განცხადებაში ჩამოთვლილია ხუთი პირობა, "რომლებიც უნდა არსებობდეს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის," მათ შორის მოწოდებები პუტინისადმი, დაეთანხმოს "დაუყოვნებლივ და სრულ ცეცხლის შეწყვეტას," ასევე მოლაპარაკებების დაწყებას "ამჟამინდელ კონტაქტის ხაზზე." 

"მესამე, უკრაინას ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლისთანავე უნდა ჰქონდეს მყარი და იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიები," - წერია ერთობლივ განცხადებაში, სადაც ასევე მოწოდებულია მრავალეროვნული ძალების განლაგებისკენ ცეცხლის შეწყვეტის აღსასრულებლად.

მეოთხე პირობა ითვალისწინებს ომის განმავლობაში რუსეთის მიერ მიყენებული ზარალის კომპენსაციას, ლიდერები კი პირობას დებენ, რომ რუსული აქტივები უძრავი დარჩება მანამ, სანამ მოსკოვი არ დაასრულებს ომს და არ აანაზღაურებს ზარალს.

"მეხუთე, რომ ევროპის უსაფრთხოების ინტერესები ნებისმიერ შეთანხმებაში უნდა იყოს დაცული. ევროკავშირთან და ნატოსთან დაკავშირებული ნებისმიერი მოლაპარაკების ელემენტებს დასჭირდება ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოების და ნატოს მოკავშირეების თანხმობა," - აღნიშნულია განცხადებაში.

აქამდე ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ღია წერილით მიმართა, რომლის ძირითადი აზრი E3-ს ერთობლივ განცხადებას ემთხვევა.

 

კომენტარები