4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პირებიდან კიდევ 6-ს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მათი თქმით, საპროცესო შეთანხმება უფორმდება გიორგი ქორქიას, ლაშა ივანაძეს, ხვიჩა გოგოხიას, გიორგი რურუას, ლევან ჯიქიასა და სერგო მეგრელიშვილს.
გარდა ამისა, 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 15 პირს გაუფორმდა.
- 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება
-
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 8 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება
2025 წლის 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. ორ საათში პაატა ბურჭულაძემ, როგორც თავად უწოდა, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და თქვა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს". ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა… რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება". მოქალაქეთა ნაწილმა ორბელიანების სასახლის ეზოში ჯებირები მოარღვია - გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა.





