ქართული თეატრი

პრემიერა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში

დღეს, 9 თებერვალს, 19:00 საათზე ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრი სპექტაკლს "ფსიქოზი 4.48" უმასპინძლებს. სპექტაკლი რეჟისორმა მაკა ნაცვლიშვილმა თანამედროვე დრამატურგის, სარა კეინის პიესის მიხედვით დადგა.

"ფსიქოზი 4.48" სარა კეინის უკანასკნელი და ყველაზე სკანდალური პიესაა. დრამატურგმა 28 წლის ასაკში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მისი დეპრესიის მთავარი მიზეზი "გაორება" იყო. პიესაში ავტორის ცხოვრების რთული პერიოდებია აღწერილი. მთავარი გმირი ესაუბრება საკუთარ თავს, რომელიც ვერ იპოვა, იგი მიმართავს თავისი ფანტაზიის ნაყოფს, სატრფოს მკურნალი ექიმის სახით და ღმერთს, რომელმაც იგი დაივიწყა.

გაცემული ლიცენზიის, რომლის თანახმადაც საქართველოში პირველად შედგება "ფსიქოზი 4.48" - ის პრემიერა, ერთ-ერთი მოთხოვნა პიესის ლიტერატურული სტილისტიკის დაცვა და მასში გამოყენებული ყველა უცენზური სიტყვისა თუ გამონათქვამის შენარჩუნებაა.

სპექტაკლი თამუნა ჯაფარიძემ თარგმნა. მთავარ როლებს მსახიობები მარი კიტია და რუსკა მაყაშვილი ასრულებენ.

 

კომენტარები