ქართული თეატრი

რამაზ ჩხიკვაძე გარდაიცვალა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/liri.png##fbimage#
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე. მან არაერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართულ კინოსა და თეატრში. რამაზ ჩხიკვაძეს 22 ოქტომბერს, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. გამოსვენების ცერემონია კი რუსთაველის თეატრში ჩატარდება, სადაც რამაზ ჩხიკვაძის მოღვაწეობა 60 წელს ითვლის. მას შექსპირის გმირების საუკეთესო შემსრულებლად აღიარებდნენ. ინგლისში კი კავკასიელი ლოურენს ოლივიე უწოდეს.

კომენტარები