საპროტესტო აქცია

ბუდაპეშტში დემოკრატიის დასაცავი დემონსტრაცია ჩატარდა

 უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო გამოსვლაში. აქცია მმართველი პარტიის და ახალი კონსტიტუციის წინააღმდეგ იყო მიმართული. უნგრეთის მმართველი პარტიის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ კონსტიტუცია, რომელიც 1 იანვარს შევიდა ძალაში ძირს უთხრის დემოკრატიას, აძლიერებს პოლიტიკურ კონტროლს სასამართლოზე, რელიგიურ ორგანიზაციებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე. ბუდაპეშტში გამართული საპროტესტო გამოსვლის აქტივისტების აზრით , მმართველმა პარტიამ ( რომელიც პარლამენტში მანდატების ორ-მესამდეს აკონტროლებს) დემოკრატიული პრინციპების საწინააღმდეგო კანონები მიიღო. აღსანიშნავია, რომ უნგრეთის ხელისუფლების ზოგიერთ ნაბიჯს აკრიტიკებს აშშ და ევროკავშირი.

 

კომენტარები