გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. აქედან მინდა მივმართო პოლიტიკურ პატიმრებს, ჩემი გამოსვლა ეხება პოლიტპატიმრებს, რადგან ჩემი აზრით, ეს ხალხი ასიმბოლოებს საკუთარ თავში ჩვენს ბრძოლას ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ ვიცით, რომ მარტო ერთი თაობის მოქმედებაც საკმარისია იმისთვის, რომ დავკარგოთ თავისუფლება, დავკარგოთ დამოუკიდებლობა.
ასევე ვიცით, რომ ჩვენ არ ვიქნებით ის თაობა, რომელიც დაკარგავს ამ ქვეყნის თავისუფლებას, იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს 120-ზე მეტი, რომელმაც ქვეყნის თავისუფლება ანაცვალა პირად თავისუფლებას და მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვიქნებით თაობა, რომელიც ამ ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოს. მე მინდა, მივესალმო აქედან პოლიტიკურ პატიმრებს და ვუთხრა თითოეულ მათგანს, რომ ეს ბრძოლა დასრულდება მარტო მაშინ, როდესაც თქვენ იქნებით თავისუფლები და საქართველო იქნება თავისუფალი, რადგან თქვენი და ამ ქვეყნის თავისუფლება მჭირდოდ არის ერთამენთთან დაკავშირებული. სანამ ასე არ მოხდება, ეს ბრძოლა არ გაჩერდება. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!
საპროტესტო აქცია
ლემონჯავა: ეს ბრძოლა დასრულდება მარტო მაშინ, როდესაც პოლიტპატიმრები იქნებით თავისუფლები




