საპროტესტო აქცია

ფავლენიშვილი: ივანიშვილის ადგილია არა კოსტავას და გამსახურდიასთან, არამედ ორჯონიკიძესთან

დღეს პირველი რაც ჩვენ დავიცავით არის საქართველოს ეროვნული ღირსება, რადგან არ შეიძლება დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის პრივილეგია მიტაცებული ჰქონდეს ხალხს, რომელმაც აღნიშნა შაჰაბასობა საქართველოში. შეგახსენებთ, რომ ოცნება საზეიმო ვითარებაში დაესწრო შაჰ აბასის მიერ ქართველების იძულებით გადასახლების 400 წლის იუბილეს, მაგრამ დღეს გამოჩნდა თუ ვის მხარეს დგას ქართველი ხალხი [...] ასევე, მინდა ვთქვა, შეუძლებელია დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა მიიტაცოს ხალხმა, ვინც იბრძვის დამოუკიდებლობის მთავარი მტრის ინსტრუქციების მიხედვით, რუსების ინსტრუქციების მიხედვით, ვინც ანწუხელიძეს პიარს შეწირულს ეძახის, ვისთვისაც რუსეთი ოკუპანტი არ არის, ის ვერ იქნება დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელი. [...] მე ვამაყობ, რომ წარმოვადგენ იმ პარტიას, რომელმაც ერთი მხრივ EU-ს დროშა აღმართა საქართველოს პარლამენტთან, ეს გააკეთა პოლიტპატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა, ამავე დროს, ვარ იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელმაც ქართული ტრადიციების და იდენტობის მიხედვით, გორგასლიან-დავითიანი, 5-ჯვრიანი დროშა აღმართა ამაყად. ეს არის საქართველოს არჩევანი - იდენტობა, ღირსება და ევროპა ერთდროულად. ივანიშვილი არის ერთადერთი დაბრკოლება ჩვენი დასავლური ინტეგრაციის გზაზე. 1918-21 წლებში იმ რესპუბლიკას ჰქონდა მოწინავე ევროპული სტანდარტები ყველა მიმართულებით. 

დღეს დავინახეთ ივანიშვილის ბანდა, რომელიც კოსტავას და გამსახურდიას გვერდით, სამარცხვინოდ, ათავსებს ივანიშვილს. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილი აფინანსებდა ზვიადის, მერაბის და ქართველი ხალხის მკვლელ გენერალ ლებედს. მისი ადგილი არ არის მათ გვერდით, მისი ადგილი არის ორჯონიკიძის გვერდით.

თქვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციის დროს.

კომენტარები