სამხედრო სამსახური

წვევამდელთა საშემოდგომო გაწვევა დასრულდა

სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა დასრულდა. 2011 წლის საშემოდგომო გაწვევის პერიოდში სავალდებულო სამხედრო სამსახურში 7600 წვევამდელი გაიწვიეს - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და ცენტრალური გამწვევი კომისიის ხელმძღვანელმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა განაცხადა.

ნიკოლაიშვილის თქმით, წელს წვევამდელებს დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის განახლებულ შენობაში. გარდა ამისა, მათ აღარ სჭირდებოდათ რამოდენიმე ადგილას მისვლა დოკუმენტაციის სრულად შესაგროვლებლად, რამაც გაწვევის პროცესი უფრო მოხერხებული გახადა.

გაწვევა ვადაზე 10 დღით ადრე დასრულდა. საერთო ჯამში, მიმდინარე წლის განმავლობაში სავალდებულო სამხედრო სამსახურში 13 000-მდე წვევამდელი გაიწვიეს.

 

 

კომენტარები