გორში, მასწავლებლის იძულებაში ბრალდებული დირექტორი თანამდებობას ინარჩუნებსგორის N5 საჯარო სკოლის დირექტორი, რომლის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის იძულების მუხლით გამოძიება მიმდინარეობს, თანამდებობაზე რჩება. გამოძიება ლეილა ჯაყელის სამსახურებრივ საქმიანობას ეხება, თუმცა ის პოსტს ინარჩუნებს. სკოლის თანამშრომლების განცხადებით, ჯაყელი ხშირად ამბობს, რომ მას "მფარველები ჰყავს".