საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ამილახვარი: მალე ძალიან დიდ და მასშტაბურ სტუდენტურ ფესტივალს დავიწყებთ

უახლოეს მომავალში ძალიან დიდ და მასშტაბურ სტუდენტურ ფესტივალს დავიწყებთ, სადაც, დაახლოებით, 20 000-მდე სტუდენტი ჩაერთვება - ეს ყველა ავტორიზებული უნივერსიტეტის სტუდენტს შეეხება. სხვადასხვა მიმართულებით გაიმართება.

ასევე, ვაძლიერებთ საბანაკე მიმართულებას. გვექნება საგრანტო პროექტები, თემატური ბანაკები. ყველა ამ კომპონენტით ვცდილობთ, რომ აღნიშნული სერვისი რაც შეიძლება მეტ სტუდენტს მიწვდეს.

თქვა განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა თსუ-ს სტუდენტების ნაწილთან შეხვედრის დროს.

კომენტარები