თსუ

მიხეილ ჩხენკელი: თსუ ინტელექტუალური ცენტრი და ქვეყნის განათლების სისტემის ბურჯია

პირველ რიგში, თსუ-ს სტუდენტებს მინდა მივულოცო ეს ღირსშესანიშნავი თარიღი, რამეთუ უნივერსიტეტი, პირველ რიგში, სტუდენტებისთვის, მათი განათლებისა და აღზრდისათვისაა. რასაკვირველია, ვულოცავ პროფესორ-მასწავლებლებს, უნივერსიტეტის თითოეულ თანამშრომელს, მთელ ჩვენს საზოგადოებას ამ უაღრესად მნიშვნელოვან თარიღს, რადგან ჩვენი დედა უნივერსიტეტი არა მხოლოდ ცოდნის ტაძარია, ის ჭეშმარიტად წარმოადგენს ინტელექტუალურ ცენტრს და საქართველოში განათლების სისტემის ბურჯს. ამავდროულად, უნივერსიტეტი არის საზოგადოებრივ ცხოვრებაში უაღრესად დიდი წვლილის შემტანი. ბოლო 100 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში რაც უმნიშვნელოვანესი მოვლენა ხდებოდა, ყველა უნივერსიტეტთან არის დაკავშირებული და ეს მუდამ ასე იქნება. უნივერსიტეტი სწორედ ის ადგილია, სადაც იქმნება ახალი ცოდნა, მეცნიერება მიდის წინ და სადაც არის ჩვენი მომავლის, ჩვენი ინტელექტუალური კადრების მთავარი სამჭედლო.

თქვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თსუ-ს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით. წყარო ipn.

კომენტარები