განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

სამინისტრო სკოლებს: სწავლის დაწყებამდე შენობებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეთ

Silk TV

ვირუსების გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებს რეკომენდაციით მიმართავს და მოუწოდებს, სწავლის პროცესის დაწყებამდე შენობები სადეზინფექციო სამუშაოებით უზრუნველყონ. 

ამასთან, სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებს მოუწოდებს, რომ სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგ მათ სისტემატურად დაიცვან სრული სისუფთავე, საკლასო ოთახები და დერეფნები სველი წესით დაალაგონ, შესაბამისი ხსნარებით გაწმინდონ მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი. 

სამინისტრო სკოლებს მოუწოდებს, რომ უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან დაავადების თავიდან აცილებასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს. 

საქართველოში სასწავლო პროცესი 21 იანვარს განახლდება. 

კომენტარები