განათლების მინისტრი

განათლების მინისტრად განათლების ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად ამავე სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.

ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს და აღნიშნავს, რომესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

მიხეილ ჩხენკელი დღემდე განათლების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი იყო, 2017-2018 წლებში კი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

მიხეილ ბატიაშვილმა, რომელიც განათლების მინისტრი სწორედ ჩხენკელის შემდეგ გახდა, თანამდებობა 7 ნოემბერს დატოვა. 

კომენტარები