საშუალო განათლება

სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასი იზრდება

ტაბულა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სექტემბრიდან სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასს გაუზრდის - ამის შესახებ მინისტრმა მარველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, სკოლის დირექტორებს ხელფასი 600-დან 660 ლარამდე გაეზრდებათ. დირექტორის მოადგილეებს - 335-დან 400-მდე. თუ სკოლის ბუღალტერს ჰქონდა 235 ლარი, ახლა 320 ექნება და ა.შ.

ამასთან, მინისტრის ბრძანებულებაში შესული ცვლილებების შემდეგ, სკოლის მასწავლებლების შვებულება 40 სამუშაო დღით განისაზღვრა. "2013 წლის ივლისის დასაწყისიდან ყველა მასწავლებელი წინმსწრებით მიიღებს შვებულების თანხას და მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ 2 თვის განმავლობაში კარგად დაისვენონ და მოემზადონ ახალი სასწავლო წლისთვის", - აღნიშნა მინისტრმა.

 

კომენტარები