ავტომობილების შესყიდვა

განათლების სამინისტრო: ავტომობილები ალდაგი ბი-სი-აი-მ შეიძინა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მათ ავტომანქანები ბიუჯეტის თანხით არ შეუძენიათ. სამინისტროს ცნობით, ავტომანქანები - 15 619 ლარად ღირებული ფოლკსვაგენ პასატი და 42 121 ლარად ღირებული კია სერატო ალდაგი ბი-სი-აი-მ შეისყიდა.

"მიმდინარე წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამინისტროს ბალანსზე მყოფი ორი ავტომანქანა მნიშვნელოვნად დაზიანდა. გამომდინარე იქიდან, რომ სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანები სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბი-სი-აი-ში იყო დაზღვეული, კომპანიამ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და ზარალი ავტომანქანების ღირებულებით აანაზღაურა. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიის თანხით, ტენდერის საშუალებით, სამინისტრომ დაზიანებული ავტომანქანები ორი ახალი ავტომანქანით ჩაანაცვლა",-აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საჯარო დაწესებულებების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვასთან დაკავშირებით გუშინ კვლევა წარმოადგინა.

”განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2013 წლის 31 მაისის წერილის მიხედვით,29 სამინისტროს მიერ საანგარიშო პერიოდში შეძენილია 388,629 ლარის ღირებულების 17 ავტოსატრანსპორტო საშუალება. მათ შორის, 2 ავტომობილი 2012 წლის 10 დეკემბერსა (კია სერატო) და ამავე წლის 2 თებერვალს (ფოლკსვაგენ პასატი) იქნა შესყიდული.ამასთან, სამინისტრომ წერილში აღნიშნა, რომ მას არ მიუღია სამართლებრივი აქტი, რომლითაც განისაზღვრებოდა სამინისტროში ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის წესი.” - ეწერა კვლევაში.

კომენტარები