დაძაბულობა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში

ფილიპინებმა ჩინეთის სანაპირო დაცვა სადავო მეჩეჩთან მეზღვაურის დაშავებაში დაადანაშაულა

დაპირისპირება ფილიპინების საზღვაო ძალებსა და ჩინეთის სანაპირო დაცვას შორის თომასის მეორე მეჩეჩთან, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, 20 ივლისი, 2026
cnsphoto / via REUTERS

20 ივლისს ფილიპინების არმიამ ჩინეთის სანაპირო დაცვა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სადავო მეჩეჩთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის დროს ფილიპინელი მეზღვაურის დაშავებაში დაადანაშაულა.

არმიის მიხედვით, მოტორიან ნავზე მყოფმა ჩინეთის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა ფილიპინელ მეზღვაურს ხის ხელკეტით რამდენჯერმე ჩაარტყეს, რის შედეგადაც ის დაშავდა, ხოლო მისი ნავი დაზიანდა. 

დაპირისპირების ვიდეო ფილიპინელმა მეზღვაურებმა გადაიღეს, რომლებიც თომასის მეორე მეჩეჩთან იმყოფებოდნენ. მოგვიანებით ფილიპინელმა მაღალჩინოსნებმა მომხდარი დაგმეს და შეაქეს ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალები, რომლებმაც, მათი თქმით, თავიდან აირიდეს ისეთი ქმედებები, რასაც შესაძლოა, ესკალაცია გამოეწვია. 

თავის მხრივ, ჩინეთის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ მათ საპატრულო ნავს "სახიფათოდ" შეეჯახა ორი გასაბერი ნავი, რომლებიც "არალეგალურად" მცურავ ფილიპინურ გემს ეკუთვნოდა. 

"ინციდენტის დროს ფილიპინელები ბოროტად დაესხნენ თავს ჩინელ სამართალდამცველებს ნიჩბებისა და გრძელი ჯოხების გამოყენებით." – განაცხადა ჩინეთის სანაპირო დაცვამ. 

კომენტარები