BBC-ს გამოძიება კამიტის გამოყენებაზე

რეჟიმის რეაქცია აღრმავებს ეჭვებს, რომ BBC-ს გამოძიება ეფუძნება სიმართლეს – ფედერალისტები

პარტია ფედერალისტების თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, რეჟიმის რეაქცია BBC-ის მიერ გამოქვეყენბულ მასალასთან დაკავშირებით, აძლიერებს ეჭვებს ეს "უმძიმესი ბრალდება სიმართლეს ეფუძნება". 

ბოკერია ამბობს, რომ ამის ნათელი დასტურია ივანიშვილის ყოფილი და მოქმედი შს მინისტრების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები.  

"BBC-ის გამოძიების მიერ წაყენებული უმძიმესი ბრალდების, მათ მიერ მიღწეული დასკვნის გავრცელების შემდეგ, თუ რამე კიდევ უფრო აღრმავებს განურჩევლად მათი სიმპათიებისა, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის თავში, ეჭვს, რომ ეს ბრალდებები სამართლიანია და ეფუძნება სიმართლეს, არის ივანიშვილის რეჟიმის რეაქცია.

ნებისმიერი მეტ-ნაკლებად ადეკვატური ხელისუფლება, თუ ეს მართლა, როგორც ამტკიცებენ, არის აბსურდული ბრალდება, ერთადერთ ნაბიჯს გადადგამდა, მოიწვევდა ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტიდან ისეთ კვლევით ჯგუფს, რომელიც ამ ბრალდებას გაანეიტრალებდა. 

ამის მაგივრად ვხედავთ ტიპურ პუტინისტური, ინანიშვილისეული პროპაგანდის ნიაღვარს, გუშინ ვიხილეთ კლასიკური შეცდომა, კლასიკური "იაღლიში", მხოლოდ იმიტომ, რომ ნიაღვარი აქვთ ხელში და ჰგონიათ, რომ გასდით ყველაფერი, გამოიყვანეს ყოფილი თანამდებობის პირი და უბრალოდ წინა ხელისუფლება ახსენებინეს, ათქმევინეს იმათი ნაყიდიაო და ვერ გააცნობიერეს ამით, რომ პრაქტიკულად დაადასტურეს იმ ბრალდების ერთი ნაწილი, რაც ამ გამოძიებაში იყო მოცემული - რომ ასეთი ნივთიერება ჰქონდათ, ასეთი დამაზიანებელი ჯანმრთელობისთვის, ამ რეჟიმის პირობებში მათ. 

ახლა ამას მიხვდნენ და ამას ასწორებენ, ორი განცხადება ყოფილი შს მინისტრის და ახლანდელის, არის დემონსტრირება იმის, რატომ სჯერა დღეს რიგითი მოქალაქეების უდიდესს ნაწილს, ვიმეორებ განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა, რომ ეს უმძიმესი ბრალდება ეფუძნება სიმართლეს". - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე განცხადებით, რეჟიმს ახლა შეიძლება იმედი აქვს, რომ პროცესების გაჭიანურება მტკიცებულებების განადგურებას გამოიწვევს, თუმცა, რეჟიმის დამარცხების შემდეგ, სამართლიანი სასამართლოს პირობებში, "ამ საქმის მიჩქმალვის და მტკიცებულებების გაქრობის, ყველა მცდელობა, დანაშაულად შეფასდება".

"ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ რეჟიმს და მის გარემოცვას, იმედი აქვს რომ დრო გაივლის და ამის დადასტურება იქნება რთული, მაგრამ ყველას უნდა შევახსენოთ, რომ ყველა მტკიცებულება ამ საქმის მიჩქმალვისა, უკვე დანაშაულად იქნება შეფასებული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მიერ, როცა ეს რეჟიმი აღარ იქნება ხელისფლებაში. რაც უფრო შორს წავლენ სამარცხვინო რეპრესიებში, კიდევ უფრო გაღმავდება რწმენა, საზოგადოების უდიდეს ნაწილში, რომ ეს დანაშაული ჩაიდინეს" - თქვა ბოკერიამ.

პარტიის კიდევ ერთი წევრი, ექიმი ზურა სიხარულიძე სუს-ში ძმების კონსტანტინე და დავით ჩახუნაშვილების გამოკითხვაზე დაბარებას გამოეხმაურა, მისი თქმით, აღნიშნული ქმედებაც BBC-ის მასალის ნამდვილობასთან დაკავშირებით, დამატებით ეჭვებს ამყარებს.  

"ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი სახელმწიფო, აუცილებლად ჩაატარებდა კვლევას ადამიანების ჯანმრთელობის გამოსაკვლევად, რა გაზი იყო გამოყენებული. ამის გარდა სახელმწიფო ვალდებულია მიაწოდოს ჯანდაცვის სამინისტროს, რომელი გაზი იყო, ვინაიდან ამ დროს იწერება პროტოკოლი სადაც არის ნახსენები ყველა ის ნივთიერება, რაც იყო გამოყენებული. 

იმის მაგივრად, რომ დამოუკიდებელმა ექიმებმა ჩაატარეს გარკვეული კვლევა სუს-მა დაიწყო დღეს გამოძიება ამ ექიმების მიმართ, თუ რატომ ჩაატარეს კვლევა. ეს აღრმავებს ეჭვს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ვარაუდიც კი, რომ იყო გამოყენებული ასეთი ნივთიერბა, უნდა იყოს ან დადასტურებლი, იმისთვის, რომ ჩვენ დღეს მივიღოთ გარკვეული ზომები, ჯანმრთელობის მდგომარეობის პროფილაქტიკისთვის და თუ არ არის, უნდა შემოვიდეს საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ეს ნივთიერება არ იყო გამოყენებული". - განაცხადა სიხარულიძემ. 

2025 წლის პირველ დეკემბერს BBC-მ საქართველოში აქციების დარბევასთან დაკავშირებით სტატია და დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნა. გამოცემა მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად, შესაძლოა, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

კომენტარები