BBC-ს გამოძიება კამიტის გამოყენებაზე

ვიწყებთ ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას – 6 ოპოზიციური პარტია

სპეცრაზმი არბევს მშვიდობიან დემონსტრანტებს, 30 ნოემბერი, 2024

ოპოზიციური პარტიების, ახალის, ნაციონალური მოძრაობის, დროას, გირჩი მეტი თავისუფლების, სტრატეგია აღმაშენებლისა და თავისუფლების მოედნის განცხადებით, იწყებენ ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას.

"ქართველ ექსპერტებთან ერთად წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ (IRCT) და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტების ჯგუფმა (IFEG) შეიმუშავეს კითხვარი, რომლის საფუძველზეც დაიწერება დასკვნა.

მოვუწოდებთ პროტესტის მონაწილეე მოქალაქეებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მკვლევარებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებამ.

წინამდებარე კითხვარის შევსებით თქვენ გვეხმარებით დავადგინოთ სიმართლე ქიმიური მოწმავლის შესახებ.

მადლობა ნდობისთვის". - ნათქვამია განცხადებაში.

2025 წლის პირველ დეკემბერს BBC-მ საქართველოში აქციების დარბევასთან დაკავშირებით სტატია და დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნა. გამოცემა მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად, შესაძლოა, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

2025 წლის 6 დეკემებერს სუს-მა განაცხადა, რომ " BBC-ის გამოძიებაში ნახსენები კოდებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეძენილი აქვს ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი ანუ ცრემლსადენი გაზი გამხსნელ ნივთიერება ქლორო ტრიქლორეთილენთან ერთად, რომელიც არ არის აკრძალული და არა ე.წ. კამიტი".

ცნობისთვის, ქართულმა ოცნებმა BBC-ს მიერ მომზადებულ მასალებთან დაკავშირებით, ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ოფიციალური საჩივრით 14 იანვარს მიმართა. ქართული ოცნება ტელეკომპანიას რამდენიმე ნორმის დარღვევას ედავება და მათგან მასალების აღებას და ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

13 იანვარს BBC-მ ფორმულასთან განაცხადა, რომ ქართულ ოცნებას ე.წ. კამიტზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებულ სარჩელზე პასუხი უკვე გასცა. 

BBC-ის სპიკერის განცხადებით, მხარს უჭერენ დოკუმენტურ ფილმში წარმოდგენილ ჟურნალისტიკას.

კომენტარები