კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონი

ივანიშვილის პარლამენტმა კორუფციის შესახებ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ივანიშვილის პარლამენტმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში ცვლილებებს III მოსმენით მხარი დაუჭირა. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მომხრე ივანიშვილის 85 დეპუტატი იყო.

"ეს კიდევ ერთი მაგალითია კორუფციული დანაშაულების პრევენციისთვის“ - თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, კანონპროექტის წარმდგენმა, არჩილ გორდულაძემ.

გორდულაძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებიც ფინანსურ ან სამოხელეო დანაშაულებში იქნებიან მსჯავრდებულები, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ვალდებულები იქნებიან 30 წლის განმავლობაში შეავსონ ფინანსური დეკლარაციები.

ცნობისთვის, 16 სექტემბერს, ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კირცხალიამ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებების ახალი პაკეტის მიღება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც, ქონებრივი მდგომარეობის 30 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად ანტიკორუფციული ბიუროსთვის წარდგენის ვალდებულება ექნებათ საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, აიპებში, სიპებში და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ პირებს, რომლებიც მხილებულნი არიან სამოხელეო თუ ფინანსურ დანაშაულში.

4 სექტემბერს ივანიშვილის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულების ჩამდენი პირებისგან, დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, მსჯავრდებულის, მისი ოჯახის წევრების და ასევე დაკავშირებული პირებისაგან მატერიალური რესურსების ამოღება მარტივდება.

3 სექტემებრს გამართულ პლენარულ სხდომაზე, სადაც კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს ივანიშვილის წარმომადგებელმა, არჩილ გორდულაძემ თქვა, რომ კანონში განისაძღვრება კონკრეტული ვადა და დადგინდება, რომ რიგი ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულების საფუძველზე ნასამართლევ პირებს საქართველოდან გასვლა 16 წლის ვადით აეკრძალებათ.

ახალი ცვლილებები ეხება ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა ქურდობა ჩადენილი დიდი ოდენობით, ძარცვა, ყაჩაღობა, თაღლითობა, გამოძალვა, მითვისება ან გაფლანგვა, განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების მქონე ნივთის/დოკუმენტის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ნივთის დაზიანება ან განადგურება, მომხმარებლის მოტუყება ჩადენილი დიდი ოდენობით, სამხედრო ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება.

გორდულაძის განცხადებითქართული ოცნების ახალი კანონპროექტი თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელზე, გიორგი ბაჩიაშვილზეც გავრცელდება.

4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილის თქმით, ამისთვის "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები" გამოიყენა. მისი დახმარებისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა.

ამის შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუფარდეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს. 10 მარტს კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ბიტკოინების საქმეზე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გადაწყვეტილება გამოაცხადა და თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გარდა ამისა, პირველ მაისს, სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა. 

27 მაისს გავრცელებული განცხადებით ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა

"2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი." - წერდა სუს.

ბაჩიაშვილის განცხადებით, ის 24 მაისს, საზღვარგარეთიდან გაიტაცეს, 2 დღე თვალებახვეული ატარეს, შემდეგ კი, მისივე განცხადებით, ჯორჯიან ეარვეისის თვითმფრინავში ჩასვეს და საქართველოში ჩამოიყვანეს.

14 ივლისს განცხადება გაავრცელა გიორგი ბაჩიაშვილმაც, რომელშიც დეტალურად აღწერს მასზე თავდასხმას, ბაჩიაშვილის თქმით, ფიზიკურ ანგარიშსწორებას ქონების უკანონოდ იძულებით წართმევას და დაშინებას უკავშირებს.

ბაჩიაშვილმა 14 ივლისს განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ 11 ივლისს პენიტენციურ დაწესებულებაში სცემეს, რის შემდეგაც კლინიკა ვივამედში გადაიყვნეს.

ბაჩიაშვილის თქმით, ფიზიკურ ანგარიშსწორებას ქონების უკანონოდ იძულებით წართმევას და დაშინებას უკავშირებს.

ბაჩიაშვილის ცემასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ 11 ივლისს "საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორმა მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება".

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფორნდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ციხეში ცემის შესაც ინფორმაცია თავდაპირველად 14 ივლისს, TV პირველმა გაავრცელა.

ვივამედის კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, ბაჩიაშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს

 

კომენტარები