გიორგი ბაჩიაშვილის საქმე

ბაჩიაშვილი: [წასასვლელად] სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანებიც გამოვიყენე

საქართველოდან წასვლის შემდეგ, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი ტელეკომპანია პირველს ჩაერთო, სადაც განაცხადა, რომ ქვეყნიდან წასასვლელად "სისტემაშ არსებული ხვრებელი და ადამიანებიც" გამოიყენა.

ბაჩიაშვილის თქმით, ამჟამად ის დაცულ ადგილზე იმყოფება, წასვლის შესახებ კი მეტ დეტალებს ვერ იტყვის.

"სისტემა არის რეალურად მორყეული, არ მუშაობს დაცულად, არის ძალიან ბევრი ხვრელი და ადამიანები, რომლებიც მასში არიან, არ არიან მოტივირებულები ბოლომდე კარგად გააკეთონ თავისი საქმე. სისტემაში არსებული ხვრელები და მათ შორის, ადამიანებიც გამოვიყენე." - ამბობს ბაჩიაშვილი.

მისივე თქმით, "დღეს საზღვრები ისეთ დღეშია, რომ ფეხითაც, ცხენითაც, ველოსიპედითაც, თხილამურითაც, მანქანითაც, მარშრუტკითაც და თვიმთმფრინავითაც გაივლი."


4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა.

ამავე დღეს, ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რომ ბაჩიაშვილის მიერ საქართველოს დატოვების საკითხზე გამოძიება დაიწყება. 

როგორც სადრაძე ამბობს, ბრალდების მხარის ნებართვის გარეშე ბაჩიაშვილს არ ჰქონდა საზღვრის კვეთის ნებართვა, ასევე ჩამორთმეული ჰქონდა პასპორტიც.

კომენტარები