გიორგი ბაჩიაშვილის საქმე

"აქვს მრავლობითი დაზიანებები" – ციხეში გიორგი ბაჩიაშვილს სცემეს

გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში, ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს სცემეს - თავდაპირველად ინფორმაცია TV პირველმა გაავრცელა. 

მოგვიანებით, კლინიკა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ დაადასტურა, რომ ბაჩიაშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს. 

ბაჩიაშვილი ახლა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება.

"მრავლობითი დაზიანებები აქვს. კონკრეტულად რა დაზიანება აქვს ვერ გეტყვით არ მაქვს ამის უფლება. აღენიშნებოდა დაზიანებები, მას გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, კონსულტირებული იქნა სხვადასხვა სპეციალობის ექიმების მიერ და დაბრუნებულ იქნა პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმების გადაწყვეტიელბით. 

რეკომენდაციაშიც გაწერილია, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო პენიტენციური დაწესებლების ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. 

დაზიანებები ჰქონდა სხვადასხვა არეში, მათ შორის, თავის არეშიც. 

შემოვიდა, მას აღმოუჩინეს დახმარება, გაკეთდა ჭრილობის პირველადი ქირურგიული დამუშავება" - ამბობს ზურაბ ჩხაიძე TV პირველთან.

აღნიშნული დაადასტურა ბაჩიაშვილმაც, რომლის განცხადების თანახმად, თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. 

ტაბულა დეტალებთან დაკავშირებით დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს, უწყებაში გვითრხრეს რომ განცხადებას გაავრცელებდნენ. 

კომენტარები