საკანონმდებლო ცვლილება

ახალი კანონპროექტით ფინანსური დანაშაულის შემთხვევაში თანხის ამოღება მარტივდება – მდინარაძე

ქართული ოცნება პარლამენტს დასამტკიცებლად ახალი ცვლილებების პაკეტით მიმართავს.

ივანიშვილის წარმომადგენლის, მამუკა მდინარაძის თქმით, აღნიშნული ინიციატივა ეხება ეკონომიკურ, ფინანსური დანაშაულს და დანაშაულების ჩამდენ პირებს და ცვლილებებით "მარტივდება, დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, მსჯავრდებულის, მისი ოჯახის წევრების და ასევე დაკავშირებული პირებისაგან მატერიალური რესურსების ამოღება".

"ეს ინიციატივა ეხება ეკონომიკურ, ფინანსურ დანაშაულს და დანაშაულების ჩამდენ პირებს. არის განსაზღვრული კონკრეტული ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულები, რომელთა ჩადენის შემთხვევაში მარტივდება, დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, მსჯავრდებულის, მისი ოჯახის წევრების და ასევე დაკავშირებული პირებისაგან მატერიალური რესურსების ამოღება.

იმ შემთხვევაში თუ ადამიანი ჩაიდენს ფინანსურ დანაშაულს, ეკონომიკურ დანაშაულს და მიაყენებს კონკრეტულ მეორე ადამიანს ზიანს, ამ მეორე ადამიანის ზიანის ანაზღაურების გამარტივების მიზნით, მარტივდება დამნაშავისგან, ოჯახის წევრებისგან და ასევე დაკავშირებული პირებისგან ქონების თანხის ამოღება. ეს თუ ხანგრძლივ და სხვადასხვა პროცედურას მოითხოვდა, მათ შორის სამოქალაქო დავას, რომელიც წლები გრძელდებოდა, ეს ახლა იქნება გამარტივებული". - თქვა მდინარაძემ.

მდინარაძის ცნობით, ახალი კანონპროექტით, პროკურორის მიმართვის საფუძველზე, სასამართლოს შეეძლება პირს, რომელმაც ფინანსური დანაშაული ჩაიდინა, გარკვეული ვადით შეუზღუდოს ქვეყნის დატოვების უფლება.

"გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში, სოციალური დაცვის ღონისძიების უზრუნველყოფის მიზნით, [...] ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შევა ცვლილება. ამის თანახმად, პროკურორი მიმართავს სასამართლოს და სასამართლოს შეუძლია გარკვეული ვადით შეუზღუდოს პირს ქვეყნის დატოვება. განსაზღვრული იქნება კონკრეტული ვადებიც, ეს ვადები მიბმული იქნება ორმაგ ვადაზე, განსაზღვრული იქნება ორმაგი ვადით, ვიდრე არის დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა. ნაკლებად მძიმეზე 6 წელი, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი ანუ 6 წლით, 12 წლით და 16 წლით აეკრძალება შესაბამისი ელექტრონული საშუალების, მოწყობილობის გამოყენებით და ამის უზრუნველყოფით აეკრძალება პირს ქვეყნის დატოვება, ვიდრე არ აანაზღაურებს დაზარალებულის ზიანს. [...] ვიდრე ზიანს არ აანაზღაურებს, ქვეყანას ვერ დატოვებს და ამის უზრუნველყოფის საშუალება თავის მხრივ იქნება სამაჯური.

[...] აქედან გამომდინარე, ამით პრევენციას ვახდენთ იმ მიდგომის, როდესაც დამნაშავე ამბობს, კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ, დავჯდები ახლა მე 2 წელი, 3 წელი, 5 წელი, 7 წველი და და ამ 1 მილიონს, რომელიც მივაყენებ, დავუშვათ, პირობითად, რა თქმა უნდა, დაზარალებულს და შევირჩენ ან მეგობარზე გადავაფორმებ ან დედაჩემზე, მამაჩემზე, ბიძაშვილზე და ა.შ. და ეს მაინც შემრჩება. ეს იქნება ამ ცვლილებით გამორიცხული.

[...] როცა ბაჩიაშვილი თუ სხვა ბრალდებული, შეიძლება გაგიკვირდეთ ჩემი დასტური, ბაჩიაშვილი იქნება, თუ სხვა ბრალდებულები საუბრობენ და არის მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, ასეთი ინფორმაციაა თუ გონივრული მოლოდინი, მე ვერცერთს ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ არის ასეთი მოლოდინი მათი მხრიდან, რომ მე ჩავიდენ დანაშაულს და ასეთი დანაშაულის შედეგად რამდენიმე წლიანი ციხის მოხდის შემდეგ მე შემრჩება ძალიან დიდი ფული". - უთხრა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

ერთ-ერთი ინსპირატორი ამ თემისა დიახ, შეიძლება ბაჩიაშვილიც იყო, მაგრამ სხვა უამრავი მათ შორის. საერთოდ კანონები ასე იცვლება. როდესაც კანონმდებელი ხედავს გამოწვევას, კონკრეტულ ქეისებზე დაყრდნობით, რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს მეორე ადამიანს და ამის შემდეგ შეიძლება მას ჰქონდეს მოლოდინი, რომ მე დავჯდები ციხეში რამდენიმე წლით და შემდეგ დავუსხლტები მართლმსაჯულებას და წავალ და ბედნიერად სადმე ვიცხოვრებ ამის საშუალება უნდა მოუსპო. და ჩვენ ამის საშუალებას პოტენციური დამნაშავეს, ამ შემთხვევაში პოტენციური, განაჩენთან მიმართებაში ვამბობ, უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, როდესაც ის გახდება მსჯავრდებული ანუ დამნაშავედ საბოლოოდ იქნება აღიარებული კონკრეტულ დანაშაულში, ბაჩიაშვილი იქნება თუ სხვა მსგავსი ყველა დანაშაულის ჩამდენი პირი ვერ შეძლებს ასე მარტივად დაუსხლტეს სახელმწიფოს და მართლმსაჯულებას, ვიდრე დაზარალებულის ზიანს არ აანაზღაურებს". - თქვა მდინარაძემ.

კომენტარები