ფინანსური დანაშაული

ფინანსურ დანაშაულზე ნასამართლებ პირებს ქვეყნიდან გასვლა ზიანს ანაზღაურებამდე აეკრძალებათ

ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა, რომელიც ოცნებამ თავდაპირველი კანონპროექტით განსაზღვრა, კანონში აღარ იქნება.

როგორც ივანიშვილის წარმომადგენელმა, თორნიკე ჭეიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განმარტა, მეორე მოსმენით მიღებული ცვლილებებით, აღნიშნულ დანაშაულზე ნასამართლევ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ.

"რედაქცია რაც გადამუშავდა, 165/7 პრიმა მუხლიდან მისი მეორე და მესამე ნაწილები ამოღებული იქნება, ეს არის ტექნიკურად განხორციელებული ამოღება, იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის 16-წლიან ვადა და რომლითაც ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის ვადის გამოანგარიშება ხდება. ეს ვადა ჩვენ აღარ გვაქვს, მეორე მოსმენით გათვალისწინებული ცვლილებებით". - თქვა ჭეიშვილმა.

ჭეიშვილის თქმით, მიმდინარეობს კონსულტაციები უწყებებთან, მათ შორის შს სამინისტროსთან და კონსულტაციების შემდეგ, შესაძლოა ახალ წინადადებებზე გაიმართოს მსჯელობა.

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, რიგ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ.

ივანიშვილის პარლამენტი ფინანსურ დანაშაულში მსჯავრდებულთათვის ქვეყნის დატოვების შესახებ ცვლილებათა პაკეტს განიხილავს.

ცვლილებები შედის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ კანონში, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ კანონსა და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონში.

ცნობისთვის, აღნიშნული კანონპროექტი შეეხება ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა ქურდობა ჩადენილი დიდი ოდენობით, ძარცვა, ყაჩაღობა, თაღლითობა, გამოძალვა, მითვისება ან გაფლანგვა, განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების მქონე ნივთის/დოკუმენტის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ნივთის დაზიანება ან განადგურება, მომხმარებლის მოტუყება ჩადენილი დიდი ოდენობით, სამხედრო ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება.

გორდულაძის განცხადებითქართული ოცნების ახალი კანონპროექტი თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელზე, გიორგი ბაჩიაშვილზეც გავრცელდება.

4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილის თქმით, ამისთვის "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები" გამოიყენა. მისი დახმარებისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა.

ამის შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუფარდეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს. 10 მარტს კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ბიტკოინების საქმეზე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გადაწყვეტილება გამოაცხადა და თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გარდა ამისა, პირველ მაისს, სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა. 

27 მაისს გავრცელებული განცხადებით ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა

"2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი." - წერდა სუს.

ბაჩიაშვილის განცხადებით, ის 24 მაისს, საზღვარგარეთიდან გაიტაცეს, 2 დღე თვალებახვეული ატარეს, შემდეგ კი, მისივე განცხადებით, ჯორჯიან ეარვეისის თვითმფრინავში ჩასვეს და საქართველოში ჩამოიყვანეს.

ბაჩიაშვილმა 14 ივლისს განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ 11 ივლისს პენიტენციურ დაწესებულებაში სცემეს, რის შემდეგაც კლინიკა ვივამედში გადაიყვნეს.

ბაჩიაშვილის თქმით, ფიზიკურ ანგარიშსწორებას ქონების უკანონოდ იძულებით წართმევას და დაშინებას უკავშირებს.

ბაჩიაშვილის ცემასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ 11 ივლისს "საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორმა მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება".

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფორნდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ციხეში ცემის შესაც ინფორმაცია თავდაპირველად 14 ივლისს, TV პირველმა გაავრცელა.

ვივამედის კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, ბაჩიაშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს

14 ივლისს განცხადება გაავრცელა გიორგი ბაჩიაშვილმაც, რომელშიც დეტალურად აღწერს მასზე თავდასხმას, ბაჩიაშვილის თქმით, ფიზიკურ ანგარიშსწორებას ქონების უკანონოდ იძულებით წართმევას და დაშინებას უკავშირებს.

კომენტარები