ფინანსური დანაშაული

შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

ვლადიმერ ხუნდაძე
ბიზნესპარტნიორი

გორში ბრენდული ალკოჰოლური სასმელების უკანონოდ დამზადების საქმეზე ბრალდებულ ვლადიმერ ხუნდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. ადვოკატის ცნობით, შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე თურქეთში სამკუნალოდ  გაემგზავრა მანამდე, სანამ მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შესახებ გაიგებდა. 

ადვოკატის ცნობითვე, დაკავებულია ვლადიმერ ხუნდაძის ძმაც. 

"მას შეგნებულად არ დაუტოვებია საქართველოს რესპუბლიკა. არ ყოფილა არცერთ ეტაპზე დაკითხული, არც ეჭვმიტანილი, არც ბრალდებული. მან არ იცოდა მის მიმართ აღძრული, რომ იყო სისხლის სამართლის საქმე. თავისი ჯანმრთელობის ურთულესი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადალახა საქართველოს საზღვარი და გადავიდა თურქეთის რესპუბლიკაში. [სანამ მის ძმას დააკავებდნენ], მანამდე დატოვა საქართველო. არანაირი პირდაპირ ბრალდება მის წინააღმდეგ არ არსებობს, არც მტკიცებულებებია, არსებობს ერთადერთი მოწმის არაპირდაპირი ჩვენება [გოგიჩაიშვილზეა საუბარი], რომელიც ამბობს, რომ არანაირი ფულ არ მოუთხოვია" - ამბობს ადვოკატი TV პირველთან.

16 სექტემბერს გამოძიებამ გორში მოწყობილ ფართში აღმოაჩინა სხვადასხვა უცხოური ბრენდის სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დამზადებული 75 000-ზე მეტი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი, რომელთა ღირებულება რამდენიმე მილიონ ლარს აღემატება.

კომენტარები