არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

ვალდებული ვარ, დეკანოზი ანდრია ვამხილო მწვალებლობის მფარველობაში – არქიმანდრიტი დოროთე

არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის თქმით, კომისიაზე მისი დაბარების მიზეზი მისი სატელევიზიო გამოსვლებია - არქიმანდრიტმა ამის შესახებ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ისაუბრა. 

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანესა და დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს მწვალებლობაში ამხელს და ითხოვს საკითხის სინოდზე გატანას.

"მამა ანდრია პირველ [შეხვედრაზე] მე შემპირდა, რომ მეუფე სტეფანეს მიერ გავრცელებულ მწვალებლობაზე, რომელიც მე აქეთ მდებს ბრალს მწვალებლობაში და შეურაცხყოფილი ვარ, მეუფე სტეფანე თვითონ ქადაგებს მწვალებლობას - მან [დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ] მითხრა, რომ ამას გაიტანდნენ სინოდზე და მე იქიდან გამოსული დღემდე ველოდები, როდის გაიტანენ ამ საკითხს სინოდზე. რადგან მამა ანდრია ვალდებულია ეს მწვალებლობა აღმოფხვრას, მაგრამ როგორც ჩანს, მათ საერთოდ საეკლესიო აზროვნება არ აქვთ, არ ვიცი რისთვის არიან ეკლესიაში, საერთოდ არ აინტერესებთ, ქრისტეზე რას ასწავლიან, რამდენად აბრკოლებენ ადამიანს. 

ამიტომ, მე ვალდებული ვარ, რომ ის ვამხილო მწვალებლობის მფარველობაში. ამიტომ მე იქეთ ვდებ მას ბრალს, მეუფე სტეფანეს და მამა ანდრიას ვეუბნები, რომ სასწრაფოდ გაიტანონ ეს საკითხი სინოდზე, რადგან უკვე აყვნენ მღვდლები, აყვნენ ვიღაცები, რომლებიც თითქოს მე მგმობენ და მეუფე სტეფანეს მწვალებლურ ქადაგებას ავრცელებენ". - განაცხადა არქიმანდრიტმა თოროთე ყურაშვილმა.

მისივე თქმით, პირველად, როცა მეუფე შიო მუჯირის კურთხევით დაიბარეს, მთავარი საკითხი იყო მისი პოლიტიკური აქტიურობა. "ანუ ეს აწუხებთ" - ამბობს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი და ამატებს, "მე ვფიქრობ, რომ ისინი უფრო არიან პოლიტიკურად აქტიურები, ოღონდ მთავრობის მხარეს". 

"დიტო სამხარაძე, რომელმაც მე შეურაცხყოფა მომაყენა, შეურაცხყოფა არის, როდესაც დიტო სამხარაძე არქიმანდრიტს ეძახის გოთვერანს, ამის გამო შევახსენებ მამა ანდრიას და ყველას, ვისაც ევალება ჩემი დაცვა, ამის გამო, დიტო სამხარაძეს მოციქულთა 56-ე რჯულის კანონის მიხედვით, უნდა აეკრძალოს ზიარება, მაგრამ ეს არავის აინტერესებს - მე ვინ მაყენებს შეურაცხყოფას. 

თითქოს მე ვაყენებ ვინმეს შეურაცხყოფას, მე არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მე ვდგავარ დაჩაგრული ხალხის გვერდით, ჩემი საქართველოს, ჩემი მართალი ხალხის გვერდით და მე დავდგები იქ ბოლომდე! ვიქნები მღვდელი, არ ვიქნები მღვდელი ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. არ ვიცი, შეიძლება მამა ანდრიასთვის მღვდლობას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ჭეშმარიტებას, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის ჭეშმარიტებას ჰქონდა უფრო დიდი მნიშვნელობა ვიდრე სტატუსს". - განაცხადა არიქმანდრიტმა.

13 ოქტომბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეპარქიის კომისიაზე გამოცხადებაზე უარის თქმა, არის დისციპლინარული გადაცდომა.

ცნობისთვის, აქამდე, 27 სექტემბერს TV პირველმა გამოაქვეყნა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვრის, დოროთე ყურაშვილისა და სამი სასულიერო პირის - მამა მიქაელ ბოტკოველის, ანდრია ჯაღმაიძის და იოანე გოგორელიშვილის - საპატრიარქოში შემდგარი შეხვედრის აუდიო ჩანაწერი, სადაც სასულიერო პირებმა, მამა დოროთე ყურაშვილი საპროტესტო აქციებსა და სინდისის პატიმრებზე გაკეთებულ განცხადებებზე, ინტერვიუებსა და ქადაგეგბებზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.

კომენტარები