TV პირველმა გამოაქვეყნა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვრის, დოროთე ყურაშვილისა და სამი სასულიერო პირის - მამა მიქაელ ბოტკოველის, ანდრია ჯაღმაიძის და იოანე გოგორელიშვილის - საპატრიარქოში შემდგარი შეხვედრის აუდიო ჩანაწერი, სადაც სასულიერო პირებმა, მამა დოროთე ყურაშვილი საპროტესტო აქციებსა და სინდისის პატიმრებზე გაკეთებულ განცხადებებზე, ინტერვიუებსა და ქადაგეგბებზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.
შაბათის ეთერის ცნობით, ჩანაწერი 16 სექტემბერს, საპატრიარქოს შენობაში, მეორე სართულზეა გაკეთებული.
გთავაზობთ ტვ პირველის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს სრულად:
[მიქაელ ბოტკოველი] - ახლა ხელისუფლებასთან მიმართებაში განცხადებებს აკეთებ გასაგებია, სხვებიც აკეთებენ, ერთი ერთ მხარეს აკეთებს, მეორე მეორე მხარეს - ეს გასაგებია.
აქ, მამა დოროთე საკითხი არის ასე - რაღაცნაურად მე მეჩვენება, თუ ყველას არ მგონია გვეჩვენებოდეს, რომ "საკუთარა მე"-ს აყენებ ყოველთვის წინ, რომ შენ ხარ ერთადერთი არა რამდენიმეს შორის, რომელიც სიმართლეს ამბობ და ეს არის ჭეშმარიტება რასაც შენ ლაპარაკობ და სხვები, დანარჩენები აქ "ბუმბულს ვარჩევთ"
[მამა დოროთე ყურაშვილი] - არ მითქვამს თქვენზე არაფერი.
[მიქაელ ბოტკოველი] - ჩემზე შეიძლება პირადად არ გითქვიათ
[მამა დოროთე ყურაშვილი] - მე რასაც ვამბობ, თუ ის სწორია რაც ვთქვი, ეგ შეცდომა არ არის - მე პასუხისმგებელი ვარ ჩემს ნათქვამზე.
[ანდრია ჯაღმაიძე] - ისე გამოდის, რომ სხვა საძმოს წევრებს, ჩვენ ხო ძმები ვართ? თითქოს მორალურად აკნინებ, რომ "მარტო მე ვამბობ სიმართლეს]
[მამა დოროთე ყურაშვილი] - არ მითქვამს, რომ მარტო მე ვამბობ, ვის ვაკნინებ?
[მამა ანდრია ჯაღმაიძე] - სასულიერო პირების დიდი ნაწილი არის შეურაცხყოფილი იმის გამო, რომ თქვენ მეტრი დააყენეთ "ვინც ახლა სიმართლეს არ ლაპრაკობს, ესე იგი, გამბედაობა არ ჰყოფნის და კაცობა არ ჰყოფნის".
[მამა დოროთე ყურაშვილი] - დიახ.
[ანდრია ჯაღმაიძე] - რომ მეთანხმებით, მაგას გეუბნებით, რომ შეურაცხყოფას რატომ გვაყენებთ?
[დოროთე ყურაშვილი] - არ გაყენებთ შეურაცხყოფას, თქვენ შეგიძლიათ თქვენი სიტყვა თქვათ.
[ანდრია ჯაღმაიძე] - მე თუ გამოვალ და ვიტყვი ჩემს სიტყვას, მე არ ვიტყვი, რომ იქ ვიღაცები "არასწორად ამბობენ".
[მამა დოროთე ყურაშვილი] - რატომ არ თქვით არცერთ მღვდელზე, როცა მე სახელით არ მითქვამს და ჩემზე ამბობენ სახელით
[...]
[მიქაელ ბოტკოველი] - შენ ლაპარაკობ ისეთ მტკიცებით ფორმაში, რომ "ის, რასაც დღევანდელი ოპოზიცია ამბობს, არის აბსოლუტური სიმართლე, ჩვენ შეიძლება სხვანაირად ვფიქრობთ, მამაო.
[მამა დოროთე ყურაშვილი] - თუ ოპოზიცია რასაც ამბობს ტყუილია, გამოდით და უთხარით, "თქვენ ცდებით"
[მიქაელ ბოტკოველი] - რა ვუთხრა ახლა? რა ჩემი საქმეა მაგათ ველაპარაკო. მე მაგალითად, არ ვარ დარწმუნებული, რომ არჩევნები გაყალბდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები "ქართულმა ოცნებამ" მოიგო
[მამა დოროთე ყურაშვილი] - ეს ხომ თქვენი პოზიციაა?
[მიქაელ ბოტკოველი] - ჩემი პოზიციაა.
[დოროთე ყურაშვილი] - მერე თქვით
[მიქაელ ბოტკოველი] - რატომ უნდა ვთქვა, ეს ჩემი საქმე არ არის.
[ანდრია ჯაღმაიძე] - ამაშია მამაო საქმე [მიმართავს მამა დოროთე ყურაშვილს]
[მამა დოროთე ყურაშვილი] - 2012-ში იყო ჩვენი საქმე?
[მიქაელ ბოტკოველი] - ჩვენი საქმე ღვთის სიტყვის ქადაგებაა, ადამიანებთან მიტანა, ლიტურგიის აღსრულება, საზოგადო მსახურება.
[მამა დოროთე ყურაშვილი] - ღვთის სიტყვა არ არის "მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა მოგექცნენ შენ"? უსამართლობაზე პასუხის გაცემა არ არის ღვთის სიტყვა?
[ანდრია ჯაღმაიძე] - მამაო, აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი, გაეცი პასუხი ვისაც გინდა, ოღონდ სხვა სამღვდელოებას ნუ შეეხები და ნუ წაუკითხავ მორალს.
[...]
[მამა დოროთე ყურაშვილი] - არაკოლეგიალურობაა, როდესაც...
[ანდრია ჯაღმაიძე] - თქვენგან არის პირველ რიგში არაკოლეგიალურობა
[მამა დოროთე ყურაშვილი] - [...] როდესაც ხმამაღლა მღველმთავარი მწვალებლობაში მამხელს.
[ანდრია ჯაღმაიძე] - მწვალებლობაზე ვინ გელაპარაკებათ?
[მამა დოროთე ყურაშვილი] - ვინ მელაპარაკება და მეუფე სტეფანე [ჭყონდიდის მიტროპოლიტი], 4 თვეა მწვალებლობას მაბრალებს და თქვენ ეთანხმებით
[ანდრია ჯაღმაიძე] - თქვენ დაელაპარაკეთ მეუფე სტეფანეს.
[მამა დოროთე ყურაშვილი] - მე რატომ უნდა დაველაპარაკო, მეუფე სტეფანე არ არის ჩემი ეპისკოპოსი, მამაო, კანონიკა ისწავლეთ.
[იოანე გორელიშვილი] - კანონიკურად, მაშინ სინოდი მიხედავს მეუფე სტეფანეს.
[მამა დოროთე ყურაშვილი] - მეუფე სტეფანეს უნდა მიხედოს ჩემმა პატრიარქმა, ჩემმა ეპისკოპოსმა.
[...] მამა ალექსანდრე გალდავა ხომ გამოვიდა და თქვა, რომ "ამაზრზენია ამაზე საუბარიო", თქვენი გუნდის წევრია - გამოვიდა და სახალხოდ მაგინა, რატომ არ დაიბარეთ?
[ანდრია ჯაღმაიძე] - გინება არ იყო ეგ.
[მამა დოროთე ყურაშვილი] - გინება იყო და მე სახალხოდ არცერთი თქვენგანის სახელი...
[ნდრია ჯაღმაიძე] - რა შენიშვნა უნდა მივცე?





