მე, რა თქმა უნდა, ჩამოვყალიბდები და მინდა კონსტანტინეპოლის ეკლესიას მივწერო, რამენაირად გადაარჩინოს ჩვენში მართლმადიდებლობა.
მე სულ ვცდილობდი, რომ ეკლესიის შიგნიდან მესაუბრა, ვინც ეკლესიაში იბრძვის ადრეც და ახლაც, ზოგი გააგდეს და ისინი მაყვედრიდნენ, რომ რატომ არ ამბობ ასე რომ ხდება, მე ყოველთვის ვიცავდი ჩემს მღვდლურ ჩარჩოებს, იერარქიასაც, პატივისცემით ვეპყრობოდი იქიდან გამომდინარე, რომ მღვდელი ვარ და ეკლესიის შიგნიდან მინდოდა მესაუბრა, ახლა მიწევს გარედან საუბარი. ჩემი სწავლება არ შეიცვლება, მაგრამ დამოკიდებულება შეიცვლება სტეფანეს მიმართებაში, შიოს მიმართებაში და ყველას მიმართებაში, ვინც ეკლესიას ღუპავს. როგორც მოთხოვნა მქონდა რომ პრემიერი გადაგდეს, ისე საქართველოს ეკლესიაში უნდა გაუქმდეს მოსაყდრეობის პოსტი, ეს პატრიარქს იძულებით გააკეთებინა ბიძინამ და რუსეთმა, ეს არ არის კანონიერი, ეს პოსტი უნდა გაუქმდეს, შიო უნდა წავიდეს ჩხორუწყუში და ჯაღმაიძე და ბოტკოველი უნდა ჩამოშორდნენ საპატრიარქოს.





