26 ივლისს იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოებრიობის ნაადრევად აღიარება, შესაძლოა "კონტრპროდუქტიული" იყოს.
"ვფიქრობ, რომ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარება იმ დროს, როცა ის რეალურად ჯერ არ არსებობს, შესაძლოა მიზნისთვის საზიანო აღმოჩნდეს" - განუცხადა მელონიმ იტალიურ გამოცემა La Repubblica-ს.
მელონის თქმით, "თუ ქაღალდზე რაღაცას ვაღიარებთ, რაც რეალურად არ არსებობს, კონკრეტულად, პალესტინის სახელმწიფოს, არსებობს საფრთხე, რომ პრობლემა მოგვარებულად ჩაითვლება, როცა სინამდვილეში ასე არ არის".
ცნობისთვის, 24 ივლისს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოებრიობას აღიარებს.





