კანადის შემდეგ, პალესტინის სახელმწიფოებრიობა გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამაც აღიარეს.
"დღეს პალესტინელების და ისრაელელების მშვიდობისა და ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის იმედის აღსადგენად გაერთიანებული სამეფო ოფიციალურად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს". - თქვა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა ვიდეომიმართვაში.
ავსტრალიის პრემიერმა, ენტონი ალბანეზიმ კი პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების შესახებ განცხადება გაავრცელა.
მანამდე, კანადა გახდა დიდი შვიდეულის წევრი პირველი ქვეყანა, რომელმაც პალესტინის სახელმწიფო აღიარა.



![წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2023/11/nino-cilosani.jpg?h=af382aad&itok=zVWxYTJG)

