კანადის პრემიერმინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, კანადამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა.
"კანადა აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს და სთავაზობს პარტნიორობას, როგორც პალესტინის სახელმწიფოსთვის, ასევე ისრაელის სახელმწიფოსთვის მშვიდობიანი მომავლის შექმნაში.
კანადა ამას აკეთებს კოორდინირებული საერთაშორისო ძალისხმევის ფარგლებში, რათა შენარჩუნდეს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის შესაძლებლობა
პალესტინის სახელმწიფოს აღიარება აძლიერებს მშვიდობიანი თანაარსებობისა და ჰამასის დასასრულის მსურველებს. ეს არანაირად არ ამართლებს ტერორიზმს და არც ჯილდოს წარმოადგენს. გარდა ამისა, ეს არანაირად არ ეწინააღმდეგება კანადის ურყევ მხარდაჭერას ისრაელის სახელმწიფოს, მისი ხალხისა და მათი უსაფრთხოების მიმართ – უსაფრთხოება, რომლის გარანტიაც საბოლოო ჯამში მხოლოდ ორი სახელმწიფოს ყოვლისმომცველი გადაწყვეტის მიღწევით არის შესაძლებელი". - წერს კარნი განცხადებაში.





