საქართველო-გერმანია

გერმანიის საგარეო: მხარს ვუჭერთ ელჩს, ფიშერი საქართველოში ჩვენს ინტერესებს წარმოადგენს

გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოში მათ ელჩს პეტერ ფიშერს. მათი თქმით, ფიშერი საქართველოში გერმანიის ინტერესებს წარმოადგენს. ასე უპასუხა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ფორმულას კითხვას, რომელიც პეტერ ფიშერზე ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა, მათ შორის, გაძევების მუქარას და "ვენის კონვენციის დარღვევას".

"გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოში თავის ელჩს. ის წარმოადგენს ჩვენს ინტერესებს საქართველოში. მისი მოვალეობაა - იცოდეს, რა ხდება საქართველოში და ესაუბროს ყველა შესაბამის პირს, როგორც ეს ვენის კონვენციაშია მითითებული. 

30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გერმანია საქართველოს დიდი პარტნიორი და მეგობარი იყო. ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა. საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა გამოიწვია გერმანიასთან, ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაუარესება. ჩვენ უარვყოფთ ჩვენსა და ჩვენი დიპლომატიური პერსონალის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებებს. 

ურთიერთობების აღდგენა საქართველოზეა დამოკიდებული", - აცხადებს სპიკერი ფორმულას ცნობით.

კომენტარები