მე მგონი, ბატონმა ფიშერმა ელჩობაზე საბოლოოდ უარი თქვა და რადიკალური ოპოზიციის ყველაზე რადიკალური ფრთის მხარდამჭერად იქცა. ელენე ხოშტარია არა მხოლოდ რადიკალი ოპოზიციონერია, არამედ ექსტრემისტიცაა, რომელიც დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ადამიანის უფლებებს, ადამიანის ღირსებას პატივს არ სცემს [...] ელჩმა სცადა, თავისი სოლიდარობა იმით გაემართლებინა, რომ თითქოს, ეს მხოლოდ თანაგრძნობა და ემპათია იყო. ეს თანაგრძნობა რის მიმართ იყო? იმის მიმართ, რომ ადამიანი ამბობს, თავს მოიკლავს, თუკი რაღაც არ მოხდება? რის მიმართ აქვს ემპათია, რომ ადამიანი ოპოზიციას მოუწოდებს, არჩევნებს საბოტაჟი გამოუცხადოს?
ფაქტია, რომ ბატონი ფიშერი გერმანელ ხალხს არ წარმოადგენს. გერმანელები იმ ღირებულებების მატარებლები ნამდვილად არ არიან, რასაც ბატონი ფიშერი ქართველ ხალხს აჩვენებს. სამწუხაროა, რომ იმ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, რომელიც ქართველ ხალხს ჩვენი დამოუკიდებლობის ბოლო 34 წლის განმავლობაში გერმანიის მიმართ ჰქონდა, ეს ერთი ადამიანი ძალიან რუდუნებით უთხრის ძირს და ისე აზიანებს, რომ არ ვიცი, ამის გამოსწორებას კიდევ რა დრო დასჭირდება.





