საქართველო-გერმანია

ფიშერი პაპუაშვილზე: ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა, ან თავს აჩვენებს

მე ცოტა შეწუხებული ვარ ბატონი პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის, არც ერთი მათგანი არის კარგი - არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირს ან რომელიმე წევრ ქვეყანას ლექციის წაკითხვა სჭირდებოდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა. [...]

ბრალდებები ცხადია, რომ მცდარია, ვფიქრობ, რომ აქ [ევროპის დღეზე] მყოფ ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ ევროპას ხედავენ როგორც მეგობარს, როგორც მეგობრულ და კარგ ადგილს, ხედავენ როგორც იმედის წყაროს, როგორც პარტნიორს, რომელიც საქართველოს პარტნიორობას უწევს მის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან.

ჩვენ არ ვიღებთ ამ კრიტიკას, უარვყოფთ ამ კრიტიკას და არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირს ან რომელიმე წევრ ქვეყანას ლექციის წაკითხვა სჭირდებოდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა. მე ყოველთვის ვუწევ რეკომენდაციას ქართველ ხალხს, რომ წაიკითხონ ევროკავშირის შეთანხმებები, ყველაფერი წერია იქ, თუ რა არის ჩვენი ღირებულებები, რა არის ჩვენი კონსტიტუცია.

ჩვენ ვემყარებით ერთიანობას და მრავალფეროვნებას, ვართ მშვიდობიანი, თავისუფალი და კეთილდღეობის მქონე ადგილი და ქართველები ძალიან სასურველები არიან, რომ იყვნენ ჩვენთან, ჩვენი მეგობრები და პარტნიორებ.  

უთხრა გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა "ინტერპრესნიუსს".

კომენტარები