ელჩების ქმედებები... ჩვენ ვუყურებთ და არამხოლოდ ჩვენ (ოპოზიცია საპარლამენტო), არამედ მმართველი გუნდიც და ხშირად პრემიერმინისტრიც, სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებიც ვამბობთ ამ სიმართლეს, რომ ისინი ხშირად ერევიან შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში: არჩევნებში ერევიან, ისინი ხელს უწყობენ რომ ქვეყანაში რევოლუციური პროცესები განვითარდეს და რატომ არ ვართ უფრო პრინციპულები? მხოლოდ სათქმელი არ არის საკმარისი.
მე ვფიქრობ, როდესაც ელჩი არღვევს ვენის კონვენციას (ის, რაც არ არის მხოლოდ ჩვენი შემუშავებული, ეს არის საერთაშორისო ვალდებულება და სტანდარტი)... ელჩი, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში შიდა რევოლუციური პროცესების განვითარებას, დესტრუქციას; ელჩი და უფრო სწორად, ელჩებიც (სამწუხაროდ არ არის მხოლოდ ერთი)... როცა ისინი ერევიან საარჩევნო პროცესებში და პირდაპირ მოუწოდებენ ამომრჩევლებს, რომ მათ მიიღონ იმდაგვარი გადაწყვეტილება, რაც გარე დამკვეთისთვის იქნება მისაღები. მე ვფიქრობ, ასეთი ელჩების მიმართ არ უნდა იყოს მხოლოდ მკაცრი ტონი, უნდა იყოს მკაცრი ქმედება და თუ საჭიროა, ასეთმა ელჩებმა უნდა დატოვონ საქართველო და მე გთხოვთ, რომ უფრო პრინციპულები იყოთ, ვიდრე პრინციპულობა გამოიხატებოდეს სათქმელში.





