სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ეს ქვეყანა გადავარჩინოთ

ერთობა არის გამარჯვება. გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა, არც არჩევნებში მონაწილეობით, არც ბოიკოტით, არც შიმშილობით, ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა. ყველა ერთად რომ დავდგებით და წინააღმდეგობა იქნება ერთიანი, ვერავინ ამაში ვერ შეიტანს რამე უთანხმოებას. [...] 

თუ მეკითხებით მე რა ამბიცია მაქვს. ერთადერთი ამბიცია მაქვს, რომ ერთობით ეს ქვეყანა გადავარჩინოთ. თუ მეკითხებით სად ვიქნები ხვალ, ვიქნები იქ, სადაც იქნება თქვენი, ჩვენი ყველას ერთობა. მე სხვა სიტყვა არ ვიცი და მგონია, რომ ყველას კარგად გვესმის ერთმანეთი. არ უნდა მივცეთ იმათ საშუალება, თავიანთი სისუსტე და დაშლა ჩვენი შიდა დაპირისპირებებით გადაფარონ. ვერ შეძლებენ, თუ ჩვენ ვიქნებით ერთად და გავძლებთ ის დრო, რაც გვაშორებს საბოლოო გამარჯვებას. იშლებიან ისინი, ვძლიერდებით ჩვენ. 
 

კომენტარები