დღეს აქ თქვენთან ერთად ვიმყოფები იმისთვის, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ცხადი ჭეშმარიტება - ბრძოლა დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისთვის, ევროპული მიკუთვნებულობისთვის არ არის ბრძოლა, მხოლოდ ღირებულებების შესახებ, ეს არის იდენტობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა.
ეს არის ბრძოლა იმის შესახებ, თუ ვინ ვართ, რისი გვჯერა და ბრძოლა მომავლის შესახებ, რომელშიც გვსურს, რომ ვიყოთ.
კიდევ ერთ მარტივ ჭეშმარიტებას გავიხსენებ - დემოკრატია არასდროს არის გარანტირებული, ის უნდა იქნეს მოპოვებული ყოველდღიურად და შესაძლოა, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს დადგეს საფრთხის ქვეშ.





