სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: ამერიკა და ევროპა, ყოველგვარი მცდელობის გარეშე, საქართველოს რუსეთთან კარგავენ

დღევანდელი გზავნილი კონგრესის ყველა წევრისთვის ის არის, რომ საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება ყურადღება, რადგან რეგიონში საფრთხის წინაშე ამერიკის ინტერესებიც დგას.

ამერიკა 30 წლის განმავლობაში ინვესტიციებს ტყუილად არ დებდა - ეს მხოლოდ ქართველების მიმართ სიმპათიის გამო არ ხდებოდა. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ამ რეგიონში, რომელიც რუსული და ჩინური გავლენისგან ცენტრალური აზიის გათავისუფლებაში უმნიშვნელოვანესია, ნათელი ინტერესი არსებობდა.

რუსებმა კარგად იციან, რომ თბილისი და საქართველო კავკასიის გასაღებია. ამერიკა და ევროპა, ყოველგვარი მცდელობის გარეშე, საქართველოს რუსეთთან კარგავენ.

თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Foreign Policy-თან ინტერვიუში.

კომენტარები