მე ყველგან ვიქნები იქ, სადაც იქნება ერთობა, ამიტომ მე ვთვლი, რომ 13 სექტემბერს უნდა იყოს ძალიან სერიოზული ერთობა.
4 ოქტომბერსაც ექნება ერთობა და... მე ვიქნები ყველგან, სადაც იქნება ყველა და იქნება ერთობა.
შეიძლება, მე რაღაც სიტყვებს არ ვემხრობოდე, იმიტომ, რომ არ უნდა მივცეთ ამ ხელისუფლებას არანაირი საბაბი - თავისი დესტაბილიზაციის სცენარები დაატრიალოს და ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ასეთი დესტაბილიზაციის სცენარები.
მე ვიტყოდი, რომ ასევე, ის, რაც მოხდა ამ არჩევნების ირგვლივ, რასაც მე არ ვისურვებდი, მე ვთვლიდი, რომ საერთოდ არჩევნები (ეს ნათქვამი მაქვს ყველა პოლიტიკური პარტიისთვის), ჩვენი თემა არ უნდა ყოფილიყო, ეს იყო შემოგდებული თემა და ამაზე არ უნდა ყოფილიყო დაყოფა ოპოზიციის.
მე არ ვეთანხმები იმათ, ვინც იღებენ ამ არჩევნებში მონაწლეობას, მე არ მგონია, ბოიკოტიც ყოფილიყო საჭირო, იმიტომ, რომ არ არსებობს ეს არჩევნები, ეს არის არაფერი, ეს არის სიმულაცია არჩევნების და რატომღაც ოპოზიციური პარტიები შევიდნენ ამ თემაში.
ერთობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთად დგომა და ეს არის ის, რაც გაგვიძლიერებს ამერიკის და ევროკავშირის ყურადღებას და მხარდაჭერას.
ერთად ვიდგეთ.





