სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: საქართველოში, როცა ზურგს აქცევ ევროპას, შენ მიდიხარ რუსეთისკენ

როცა საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად ამირჩიეს ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მოვიდოდა დღე, როცა პრაქტიკულად ყველა ფორმის თავისუფლება საფრთხის ქვეშ დადგებოდა და თანდათანობით გაქრებოდა ჩემი ქვეყნიდან.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ვიხილავდი პროევროპული პარტიების ლიდერების დაპატიმრებას ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების ნების გამო.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მედია, რომელიც ყვაოდა საქართველოში ერთმანეთის მიყოლებით გაქრებოდა თავისუფლების, ფინანსებისა და ყველაფრის ნაკლებობის გამო.

დღეს საქართველო გზაგასაყარზე იმყოფება.

რეჟიმმა, რომელიც არ იქნა არჩეული თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გადაწყვიტა ჩვენი კონსტიტუციის, ხალხის ნების (რომელიც მუდმივად იყო გამოხატული), ევროპისა და დემოკრატიის წინააღმდეგ ხისტი მანევრით წასულიყო.

საქართველოში, როცა ზურგს აქცევ ევროპას, შენ მიდიხარ დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ - რაც ნიშნავს იმას, რომ შენ მიდიხარ რუსეთისკენ.

თქვა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუმინეთის ხსნის კავშირის ეროვნულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები