რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური (СВР) ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ირწმუნებიან, რომ დიდი ბრიტანეთი ქართული ოცნების მმართველობის დასრულებას გეგმავს და ამისთვის შეაგროვეს ასამდე სტუდენტი, ახალგზარდა, ფემინისტი და LGBT თემის წარმომადგენლები.
СВР-ს მტკიცებით, ქართულმა ოცნებამ მთავარ პრიორიტეტად ეროვნული ინტერესები დაისახა, რაც დასავლელ "ლიბერალ-გლობალისტებს" აღიზიანებს.
"რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესბიურო გატყობინებთ, რომ СВР-ში შემოსული ინფორმაციით, დასავლეთში გაღიზიანებული არიან საქართველოს მისწრაფებით, გათავისუფლდნენ ე.წ. ლიბერალურ-გლობალისტური ძალების თავს მოხვეული მეურვეობისგან, რომელიც უცხოა ქართველი ერის ღირებულებებისთვის. განსაკუთრებით აღაშფოთებთ დასავლეთელებს ის, რომ თბილისი, ჯერ კიდევ მცირე ხნის წინ, მ. სააკაშვილის დროს, იყო "დემოკრატიზაციის ლოკომოტივი" ამიერკავკასიაში, უფრო და უფრო მეტად ბრუნდება "ავტორიტარული გზისკენ", მთავარ პრიორიტეტად ეროვნული ინტერესების დაყენებით." - წერია განცხადებაში.
რუსეთის დაზვერვა ირწმუნება, რომ ე.წ. "საქართველოსთვის ბრძოლას" დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობს და გეგმავენ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გაზრდასა და მათ რადიკალიზაციას. მათივე მტკიცებით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "დესტრუქციული საქმიანობისთვის" შეაგროვა ასამდე ახალგაზრდა, სტუდენტი, ფემინისტური და LGBT მოძრაობების წევრები. СВР-ში ირწმუნებიან, რომ ამ ორგანიზაციების მეშვეობით დიდი ბრიტანეთი ოცნების მმართველობის დასრულებას აპირებს.
""საქართველოსთვის ბრძოლას" ხელმძღვანელობენ ბრიტანელები. ლონდონი გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს ოპოზიციური ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რაც მიზნად ისახავს მათი ანტისამთავრობო საქმიანობის რადიკალიზაციას. დესტრუქციული საქმიანობისთვის დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოაგროვა ასამდე ახალგაზრდებისა და სტუდენტების, ფემინისტური მოძრაობების, LGBT საზოგადოების სტრუქტურების გაერთიანება.
შემდეგ ეტაპზე ბრიტანელები აპირებენ "დესტრუქციული კრეატივით დამუხტულ" ორგანიზაციებს უბიძგონ ოპოზიციურ პარტიებთან ძალების კონსოლიდაციისკენ. ლონდონის გათვლებით, ამან უნდა "შეაჯანჯღაროს" სისტემური პოლიტიკური ოპოზიცია, გაუხსნას მას "მეორე სუნთქვა" და მოაბილიზოს ახალი ეტაპისთვის ბრძოლაში, რომელიც მიზნად ისახავს მმართველი პარტია ქართული ოცნების ძალაუფლებიდან მოშორებას." - წერია განცხადებაში.
СВР-ში ასევე ირწმუნებიან, რომ ზემოხსენებულ პირებს შეასწავლიან "დესტრუქციულ მეთოდებს". მათ "მომავალ "ბოევიკებს"" უწოდებენ.
"განსაკუთრებული მნიშვნელობა ეთმობა "აქტივისტებისთვის" დესტრუქციული მეთოდების შესწავლას. მომავალ "ბოევიკებს" შეასწავლიან, როგორ გაუწიონ წინააღმდეგო პოლიციას საპროტესტო აქციების დროს, თავიდან აიცილონ ხელისუფლების "ციფრული" კონტროლი და როგორ მოამზადონ დივერსიები." - ნათქვამია СВР-ს განცხადებაში.
СВР-ს განცხადებაში წერია, რომ ლონდონს ქართველი ხალხი "ფეხებზე ჰკიდია".
"როგორც ჩანს, ანგლოსაქსებს არანაირად შეუძლიათ შეეგუონ თბილისის მიერ მათ ყურმოჭრილ ვასალთა რიგების დატოვებას. ქართული ოცნების მმართველობა მათ დაუფარავ გაღიზიანებას იწვევს და ლონდონს ფეხებზე ჰკიდია ქართველი ხალხი, რომელმაც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი ქვეყნის ხელისუფლების ეროვნულ ორიენტაციას." - ნათქვამია განცხადების ბოლო აბზაცში.
-
რუსეთის საგარეო დაზვერვის მტკიცებით, აშშ საქართველოს მთავრობის ცვლილებას გეგმავს
-
რუსეთის დაზვერვა: აშშ საქართველოში "ფერად რევოლუციას" ამზადებს
-
რუსეთის დაზვერვა: აშშ ეუთო/ოდირთან ერთად საქართველოს არჩევნებში ჩარევას გეგმავს
-
რუსეთის დაზვერვა: EU საქართველოში დემონსტრანტებს დღიურად €120 ევროს გადაუხდის
ქართული ოცნებისადმი დადებითი განცხადებებით გამოირჩევა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, სერგეი ნარიშკინი. ასევე, ის იმეორებდა ქართული ოცნების პროპაგანდას ე.წ. მეორე ფრონტის შესახებ.
-
ნარიშკინი: დასავლეთი საქართველოს მეორე ფრონტის გახსნაში დარწმუნებას დაჟინებით ცდილობს
-
ნარიშკინი: აშშ და სატელიტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მეორე ფრონტის გახსნას ცდილობენ
-
რუსეთს საქართველოში ფერადი რევოლუციის აღკვეთაში წვლილის შეტანა სურს – ნარიშკინი
-
რუსეთის საგარეო დაზვერვის დირექტორი დარწმუნებულია, რომ ქართველები სწორ არჩევანს გააკეთებენ
-
ნარიშკინი: საქართველოს მთავრობა შეგნებულად სცილდება მოხვეულ ულტრალიბერალურ წესრიგს





