გურჯაანში, სოფელ ვეჯინში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით დაშავებულს პოლიციელმა ესროლა.
როგორც ადგილობრივი გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდან წერს, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. მათი ცნობით, საქმეში ფიგურირებს გურჯაანის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, ვახტანგ მთივლიშვილი.
გამოცემის ინფორმაციით, პოლიციელის მამას "საქმის გასარჩევად სოფელ ჩუმლაყიდან ვეჯინში მიაკითხეს."
მედია წერს, რომ მხარეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის მერეც პოლიციელმა მამის დასაცავად "ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ერთი პირი დაჭრა."
როგორც ტაბულას პროკურატურაში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.





