მეორე ფრონტი

ნარიშკინი: დასავლეთი საქართველოს მეორე ფრონტის გახსნაში დარწმუნებას დაჟინებით ცდილობს

სერგეი ნარიშკინი

რუსეთის საგარეო დაზვერვის დირექტორი, სერგეი ნარიშკინი იმეორებს ე.წ. "მეორე ფრონტის" პროპაგანდისტულ ნარატივს და ამბობს, რომ დასავლეთი დაჟინებით ცდილობს საქართველო ომის დაწყებაში დაარწმუნოს.

"ვაშინგტონისგან, ბრიუსელისგან, ლონდონისგან და დასავლეთის სხვა დედაქალაქებისგან ვხედავთ დაჟინებულ მცდელობებს, დაარწმუნონ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. "მეორე ფრონტის" გახსნაში. საქართველოს ხელისუფლებას არწმუნებენ, რომ ახლა სწორედ ის ხელსაყრელი მომენტია, როცა შესაძლებელია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კონტროლის დაბრუნება". – თქვა ნარიშკინმა.

"დასავლეთის დედაქალაქების ჩანაფიქრი მდგომარეობს იმაში, რომ უკრაინას დაეხმარონ. ისინი ხედავენ, რომ სიტუაცია ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ არ ვითარდება, ამიტომ, ასე აიძულებენ საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო კონფლიქტში ჩაერთონ". – დაამატა ნარიშკინმა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსი მაღალჩინოსნები იყენებენ ე.წ. "მეორე ფრონტის" პროპაგანდისტულ ნარატივს, რომელიც საქართველოს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების რიტორიკის ნაწილიცაა. ამავე საკითხზე ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებიც საუბრობენ.

კომენტარები