დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში

გურიაში, დიდთოვლობისას დაღუპული პირის ოჯახს, ერთჯერადად 20 000 ლარი გადაეცემა

ივანიშვილის მთავრობის განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო დაღუპული პირის ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით 20 000 ლარი გადაეცემა.

"ფულადი დახმარების მისაღებად, გარდაცვლილის ოჯახის წევრმა - შვილმა ან მეუღლემ განცხადება და საჭირო დოკუმენტები უნდა წარადგინოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრში". - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში უბედური შემთხვევის შედეგად მამაკაცი, რომელიც მეზობლის დასახმარებლად გადავიდა, სახლის სახურავის გადათოვლისას დაიღუპა.

ცნობისთვის, 2025 წლის თებერვალში, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა, მოსახლეობის ნაწილი გარესამყაროს იყო მოწყვეტილი, ისინი უყურადღებობაზე საუბრობდნენ.

 მოსახლების დასახმარებლად, გურიაში და დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში მოხალისეთა ჯგუფები ჩავიდნენ. 

კომენტარები