დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში

გურიისთვის, სტიქიით წარმოქმნილი საჭიროებებისთვის სარეზერვო ფონდიდან 2 569 048 ლარი გამოიყო

ფოტო: გურია TV

ივანიშვილის მთავრობის განკარგულებით, გურიის რეგიონს სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების ასანაზღაურებლად სარეზერვო ფონდიდან  2 569 048 ლარი გამოეყო.

გამოყოფილი თანხა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტზე განაწილდება.

განკარგულების თანახმად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 1 228 062 ლარი,  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს 794 968 ლარი, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს - 546 018 ლარი გამოეყოფა.

განკარგულებას ხელს ივანიშვილის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

კომენტარები